მექსიკაში მეტროს ესტაკადის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ის ინფორმაციით, მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში, ჩაინგრა ესტაკადა, რომელზეც მეტროს ხაზი გადიოდა და შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა.

ნგრევის დროს, მეტროს შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი ესტაკადის ქვეშ, საავტომობილო გზაზე მოძრავ, სულ მცირე, ერთ ავტომობილს დაეცა. შემთხვევა ოლივოსის სადგურთან, მეტროს მე-12 ხაზზე მოხდა.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 70-მდე ადამიანია დაშავებული.

ზოგი ადამიანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშაა მოქცეული. არ გამორიცხავენ, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.