აშშ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გასცემენ

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გასცემენ.

როგორც ცნობილია, ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად აშშ-ის „საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ“ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ფედერალური ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება იმის განსახილველად, რეკომენდებულია თუ არა აცრის გაკეთება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ი „ფაიზერის“ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის უკვე გაცემულია.