ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წარმომადგლენლებიც ჩაერთვებიან, ასევე COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები აიცრებიან.