აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი წესები.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირას, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.