ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება - ვინ ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში

ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წარმომადგლენლებიც ჩაერთვებიან, ასევე COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები აიცრებიან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.