ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირს მხოლოდ გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს რეალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.

„ჩვენ უნდა გვხედავდნენ, როგორც თანასწორ და განუყოფელ პარტნიორს. უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირს მხოლოდ გააძლიერებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საფრთხეს წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის.

„უკვე 7 წელია, რაც უკრაინა ევროპის ნამდვილ ფორპოსტად რჩება. ჩვენს პარტნიორებს ესმით გამოწვევები და ის, რომ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს დონბასში ომის დასრულებას“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.