საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა. მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.