კელი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხდებით, ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობასთან მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის არის კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამა.

ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

„შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.