ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური ვაქცინის ,,სინოვაკის" განხილვა დაიწყო

Politico-ს ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ,,სინოვაკის" ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესწავლა.

როგორც გამოცემა წერს, სააგენტო ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური ცდების წინასწარ შედეგებს გაეცნობა.

სააგენტო ასევე განიხილავს გერმანული „ქიურვაკის“, ამერიკული „ნოვავაქსისა“ და რუსული „სპუტნიკ ვი“-ს ვაქცინებს.

დღეისთვის ევროპის წამლის სააგენტოს ოთხი ვაქცინა აქვს დამტკიცებული, მათ შორის „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „იენსენი".