კოვიდკლინიკაში გაჩენილი ხანძრის გამო, ერაყის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ერაყის მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამო, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-ქადიმის განკარგულებით, თანამდებობა დატოვა საავადმყოფოს დირექტორმა, ასევე სამედიცინო დაწესებულების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

24 აპრილს, ბაღდადის კოვიდკლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იბნ ხათიბის საავადმყოფოში ხანძრის შემდეგ ერაყის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების განკარგულება გასცა.