ხვალ AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

ხვალ, 5 მაისიდან Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება, ვაქცინაციის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ჩაიტარა ასტრაზენეკას ვაქცინით.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522.

შეგახსენებთ, 6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში მას „იუნისეფი“ ეხმარება.

ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.