მარიო დრაგი: დრო მოვიდა, თქვენი არდადეგები იტალიაში დაგეგმოთ

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უცხოელ ტურისტებს მოუწოდებს, რომ ზაფხულის არდადეგები იტალიაში გაატარონ და დაისვენონ.

დრაგი აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, საჭიროა მკაფიო და მარტივი წესების შემუშავება, რათა ტურისტებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ თავისუფლად მოგზაურობა.

მისივე თქმით, მოგზაურობის მსურველებს მაისიდან, როდესაც იტალიას საკუთარი ,,მწვანე პასპორტი" ექნება, შეეძლებათ ქვეყანაში მოგზაურობა.

„ევროკავშირი ვაქცინაციის სერთიფიკატს ივნისის შუა რიცხვებში შემოიღებს, ნუ დაველოდებით ივნისს. იტალიას მაისის შუა რიცხვებში საკუთარი „მწვანე პასპორტი“ მზად ექნება. დრო მოვიდა, თქვენი არდადაგები იტალიაში დაგეგმოთ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს თანახმად, საერთაშორისო ტურისტთა ჩამოსვლამ გლობალური მასშტაბით 73% -ით დაიკლო 2020 წელს და პანდემიის შედეგად თითქმის 62 მილიონი სამოგზაურო და ტურიზმის სამუშაო ადგილი დაკარგა.