ვახტანგ გომელაური ,,სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ,,სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

მან ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკაში) ჩაიტარა.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

დღეს ასევე ვაქცინაციას ჩაიტარებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც, რომელიც იმავე კლინიკაში 16:00 საათზე აიცრება.