BBC: ავსტრიის დედაქალაქში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, არიან გარდაცვლილებიც

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სავარაუდოდ, არიან დაღუპულებიც. ინფორმაციას BBC შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს..

უცნობმა პირებმა სინაგოგასთან ცეცხლი გახსნეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი მოკლულია, მეორემ კი გაქცევა მოახერხა. ავსტრიის შს სამინისტრო ტერაქტზე საუბრობს.

პოლიცია ამ დროისთვის სპეცოპერაციას ატარებს.