შს მინისტრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე: ეს კანონი ყველაზე მოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზეც

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს.

„ადამიანი არღვევდა ვთქვათ 10-ჯერ ამ კანონს, 166-ე ან 173-ე მუხლს და ეს თემა შენიშვნით იფარგლებოდა. ეს ხშირად ხდებოდა და ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც. ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე მოქმედებს. არა მარტო ოპოზიციაზე, როგორც საუბრობენ, არამედ ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.