ვაქცინების ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, UNICEF-მა ექსპერტთა მიერ მიწოდებული უახლესი ინფორმაცია შეკრიბა, მათ შორის იმაზე, ეფექტურად დაგვიცავს თუ არა COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინები დაავადების ახალი შტამებისგან?
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე დამტკიცებული ვაქცინები სავარაუდოდ გარკვეულწილად ახალი შტამბებისგანაც იცავს. მსოფლიოს ექსპერტები გამუდმებით სწავლობენ ახალი შტამების ზემოქმედებას ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, მათ პოტენციურ ზემოქმედებას COVID19-ის ვაქცინების ეფექტურობაზე. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი შტამის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისი შემადგენლობის შეცვლა აღნიშნული შტამებისგან დასაცავად. მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა იმუნიზაციის პროცესში, როგორიცაა, განმეორებითი ვაქცინაციის გამოყენება და სხვა სიახლეების შემოღება.
მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია, ავიცრათ და ამავე დროს განვაგრძოთ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, რაც ვირუსის მუტაციის შანსებსაც შეამცირებს. ასეთი ზომებია ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, კარგი ვენტილაცია, ხელების რეგულარული დაბანა და დროული მიმართვა სამედიცინო დახმარების მისაღებად დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში“.
სრული სტატია იმის შესახებთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ COVID19-ის ვაქცინების შესახებ, ამ ბმულზე ნახეთ.