Reuters-ი: ლონდონში, სამიტზე ჩასულ ინდოეთის დელეგაციის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ლონდონში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილე, ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბრიტანული მედიის ცნობით, დელეგაციის წევრები იზოლაციაში გადავიდნენ.

„შეხვედრა შესაძლებელი გახდა COVID პროტოკოლების საფუძველზე, ყოველდღიური ტესტირების ჩათვლით”, - განაცხადა ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრა გუშინ გამართა, ვირუსი არ დაუდასტურდა. კოლეგების შესაძლო ინფიცირების გამო, ის ახლა ყველა შეხვედრას ვირტუალურად ჩაატარებს.

ინდოეთი არ არის G7- ის წევრი, მაგრამ ის ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად მიიწვია.

დიდი შვიდეულის მინისტრები ვაქცინების განაწილებაზე მსჯელობენ.