Euractiv-ის ინფორმაციით, ბელგიის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა.
როგორც ცნობილია, კიბერთავდასხმა განხორციელდა ინტერნეტ ქსელ „ბელნეტზე“, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრსა და საჯარო ადმინისტრაციებს ემსახურება.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნე 200-ზე მეტი ორგანიზაცია გახდა. კიბერთავდასხმის შედეგად დაზიანდა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ცენტრების სარეგისტრაციო სისტემაც, თუმცა სისტემის მუშაობის განახლება დროულად მოხერხდა.