პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში კარლ ჰარცელთან მართავს.