დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია

სადღესასწაულო დღეების შემდეგ, დღეიდან სასაფლაოებზე გასვლა ნებადართულია.

სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აღარ აკონტროლებენ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა სასაფლაოებზე გასვლისას კოვიდრეგულაციები მკაცრად უნდა დაიცვან.

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ. სასაფლაოებზე მისვლა აკრძალული იყო 2; 3 და 4 მაისს.