რიგა, დორტმუნდი, კატოვიცე, გდანსკი - Wizz Air ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია ფრენებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკსის მიმართულებით აღადგენს.

"მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე, დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.