საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი გაიკეთა.
"ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი". არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს.
დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.
(პ.ს. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა)". – წერს ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაცქინაცია გუში, 4 მაისს დაიწყო.
Sinopharm-ის ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები.
Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.