ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, 19 აპრილის შეთანხმებაზეც იმსჯელეს.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი მზად, გირაო გადაიხადოს, ელჩმა უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელების პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება მალე გადაიდგას, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებამდე მიიყვანს.

ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს