ჩინური ,,სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ხვალ , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
,,2021 წლის 6 მაისს 10:10 საათზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ხათუნა ზახაშვილი ვაქცინაციას ჩაიტარებს ,,სინოფარმის“ ვაქცინით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ,,სინოფარმით" ვაქცინით უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.