ავღანეთის 9 პროვინციაში, წყალდიდობას მინიმუმ 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.
სტიქია რამდენიმე დღეა გრძელდება.
როგორც გამოცემა წერს, ძლიერი წყალდიდობა, რომელსაც თან სდევს ღვარცოფები, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, ხშირად საფრთხეს უქმნის ავღანეთის შორეულ რაიონებს, სადაც ინფრასტრუქტურა ცუდია.
დასავლეთ ღორის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, 10 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა. მისი თქმით, 163 სახლი ნაწილობრივ განადგურდა და 910 ადამიანი დევნილი გახდა.
ავღანეთის ბუნებრივი კატასტროფების სამინისტროს სპიკერმა, განაცხადა, რომ ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში, 405-ზე მეტი ოჯახია დევნილი.