კანადამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 12-დან 15 წლამდე ბავშვებში, ნებადართულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
Pfizer / BioNTech-ის კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260-მა პირმა მიიღო, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს.
"ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დროებითი და მსუბუქი იყო, როგორიცაა მკლავის ტკივილი, შემცივნება ან სიცხე", - განაცხადა სუპრია შარმამ, კანადის ჯანდაცვის ორგანოს მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა.
მიუხედავად იმისა, რომ კანადაში ვაქცინაციის კამპანიის ტემპები დაჩქარდა, ვაქცინების მარაგები ჯერ კიდევ მცირეა და ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, ვაქცინას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მიიღებენ.