მალიში, 25 წლის ქალმა 9 ტყუპი გააჩინა

მალიში, 25 წლის ქალმა, ჰალიმა ქისემ 9 ტყუპი - 5 გოგო და 4 ბიჭი - გააჩინა, რაც უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ექიმებმა ქალს უთხრეს, რომ შვიდი ტყუპის დედა უნდა გამხდარიყო. თუმცა ორი ბავშვი "გამორჩათ".

ახალგაზრდა ქალმა ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა.

25 წლის ქალის მშობიარობა, დასავლეთ აფრიკის მოსახლეობისა და ლიდერების ყურადღება მიიპყრო.

მარტში, როდესაც ექიმებმა თქვეს, რომ ქისეს სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა, ქვეყნის ლიდერის, ბაჰ ნდავმას ბრძანერბით, ის მოროკოში გადაიყვანეს.

"დედა და ჩვილები ჯერჯერობით კარგად არიან," - განუცხადა სააგენტოს France-Presse-ს მალის ჯანდაცვის მინისტრმა, ფანტა სიბიმ და დასძინა, რომ მას მუდმივი კონტაქტი აქვს მალიელ ექიმთან, რომელიც ქისეს მაროკოში ახლავს.