"ჰუავეიზე გადავედი", - ზურაბ ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

"ჰუავეიზე გადავედი", - ზურაბ ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. ამის ამსახველი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაცქინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო.

Sinopharm-ის ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები. აგრეთვე აღნიშნული ვაქცინა გაიკეთა ფინანსთა მინისტრმაც.

Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.