პაატა იმნაძე: ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა

ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განცხადა.

მისი თქმით, მოცირკულირე შტამებიდან, ძალიან ბევრი, პრაქტიკულად 80%-მდე, არის - ბრიტანული.

„ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის - ბრიტანული. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩაანაცვლა ადრე მოცირკულირე შტამები. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.