დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება რთული იქნება. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
მიუხედავად ამისა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ Pfizer-ს ჩატარებული. შეაჩერა ეს AstraZeneca-მ, დაწყებული ჰქონდა კვლევები და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე ეხლა კანადას შეიძლება ჰქონდე სმესამე ფაზის კვლევა.
გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. იმიტომ რომ კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს,იცით რომ შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას ბავშვები, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები", - განაცხადა გამყრელიძემ.