დღეს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა. სპეციალური რეისი თბილისში დილით შესრულდა.
აღნიშნული დოზა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც AstraZenecas-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
ცნობილია რომ მაისის შუა რიცხვებში დამატებით 43 000 დოზას შემოიტანენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Novovax-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც. მისივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს Moderna-სა და Johnson&Johnsons-ის ვაქცინების შემოტანაზეც.
AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, აცრები კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.