"კორონავირუსი, შესაძლოა, "ბიოლოგიური ომის" წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი", - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.
"ეს ახალი ვირუსია. არავინ იცის ლაბორატორიაში გაჩნდა, თუ იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ცხოველი შეჭამა.
მაგრამ სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური ომის შესახებ. შეიძლება ახალ ომში ბრძოლა მოგვიწიოს? საინტერესოა. რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?", - განაცხადა მემარჯვენეების ლიდერმა.
ბრაზილიის პრეზიდენტს ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთი იყო "დიდი ოცეულის" ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა და 2.3 %-იანი მატება აჩვენა.