იტალიაში პოლიციელის მკვლელობის გამო, ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

რომის სასამართლომ, იტალიელი პოლიციელის მკვლელობისთვის, ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ტურისტებმა დანაშაული 2 წლის წინ ჩაიდინეს.

ამერიკელ ტურისტებს ბრალი მკვლელობის, ცივი იარაღის უკანონოდ ტარების და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო წარედგინათ. მსჯავრდებულთა ადვოკატების განცხადებით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.