ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 806 ადამიანს დაუდასტურდა, 1 144 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 324 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 856 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 317 719-ს.გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 297 676-მდე, 4 227 კი გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.59%.
ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან 1089 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 167, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420.
მძიმე პაციენტი: 867, მათ შორის, თბილისში - 446, აჭარაში - 89, იმერეთში -105.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 183, მათგან თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.
759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 605 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 794 პირი, აჭარაში - 2 522, იმერეთში - 893.