ენტონი ბლინკენი უკრაინაშია

ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთდღიანი ვიზიტით უკრაინას ეწვია. ის დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მას სურს მოისმინოს მტკიცე გზავნილი შეერთებული შტატებისგან, რომ მხარს უჭერს უკრაინის სურვილს, გაწევრიანდეს NATO-ში უკრაინა ასევე ელის შეერთებული შტატების მეტი სამხედრო დახმარების მიღებას, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის საომარი მოქმედებების ფონზე.

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენმა პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„აშშ-უკრაინის პარტნიორობის გაძლიერებისკენ მივისწრაფით. მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვექნება, განვიხილოთ რუსეთის აგრესია და ხაზი გავუსვათ რეფორმების ტემპის შენარჩუნებისა და მასზე ფოკუსირების მნიშვნელობას“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.