თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება, 847 კი უკვე გაწერეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული.