დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის Sinopharm-ით აცრის შემდეგ რაიმე თანმდევი მოვლენა არ დაფიქსირებულა. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თავადაც ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.
"ჯერჯერობით, ჩვენთან ინფორმაცია Sinopharm-თან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ რეგისტრირებული არ არის. ხედავთ, ეს ადამიანები გარკვეული დროით მეთვალყურეობის ქვეშ არიან, სტანდარტულად აქცევენ ყურადღებას ექიმები, რომლებიც ყველა ამცრელ უბანზე არიან. ვნახოთ, ესეც ვაქცინაა, შესაძლოა, ჰქონდეს გვერდით მოვლენა, თუმცა, ასეთი ტიპის მომსახურება, რომელიც ქვეყანში აწყობილი გვაქვს, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებას, რომელზეც რეაგირება დაგვიანდება", - აცხადებს ზახაშვილი.