კიევში დმიტრო კულებასა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა დაიწყო

კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დაიწყო.შეხვედრის ამსახველ კადრებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულებაზე Twitter-ში ავრცელებს.

"მოხარული ვარ, ბლინკენი ევროპის ამ ნაწილში პირველი ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩამოვიდა. უკრაინასა და აშშ-ს შორის, როგორც დემოკრატიული მოკავშირეების ცენტრალური ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში, კავშირების განმტკიცება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორივე ქვეყნისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობა", - წერს დიმიტრი კულება.

ენტონი ბლინკენი უკრაინაშია