პარლამენტის წევრები Sinophram-ის ვაქცინით იცრებიან

საქართველოს პარლამენტის წევრები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგონ ჩინური Sinophram-ის ვაქცინით იცრებიან.

იმუნიზაციის პროცესი აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის პროცესში ჩართულ დეპუტატებს შორის არიან ნინო წილოსანი, ქეთი დუმბაძე, რიმა ბერაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი და ა.შ.

პირველ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის 20-მდე დეპუტატი აიცრება. სამომავლოდ კი პარლამენტის დანარჩენი წევრები აიცრებიან.

პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო. მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.