ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50-ს, ხოლო ღია სივრცეში 500-ს შეადგენს.
ფიტნესდარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.