ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

"პირადად ჩემთვის და უკრაინისთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ვმასპინძლობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ასეთი მაღალი დონის დელეგაციას.

ეს უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს 2014 წლიდან უჭერს და თქვენი მადლობელი ვართ ამ მხარდაჭერისთვის", - განაცხდა უკრაინის პრეზიდენტმა ბლინკენთან შეხვედრისას.