ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეტაპობრივად გააუქმონ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები.

„ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები არ ეხებათ. ამ სიაში ისრაელია დამატებული. აღნიშნული სია ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში, განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ მომენტისთვის, კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები შედიან: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).