ჟან-ივ ლე დრიანი: თუ G7-ის ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს

თუ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინები უღარიბესი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

„თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, მაშინ გლობალურ იმუნიტეტს 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ იქნება ვიდრე, გლობალური იმუნიტეტი არ იქნება. შეგვიძლია სიხარული გამოვხატოთ თითოეულ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპებით, მაგრამ ეს მხოლოდ ნაბიჯია გლობალური იმუნიტეტისკენ და ვირუსი თავისი ვარიანტებით ისევ აქ იქნება, ვიდრე გლობალურ იმუნიტეტს არ მივაღწევთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.