ეკატერინე ტიკარაძე: მედიას მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლების ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც უწყება მომდევნო კვირას წარადგენს.

როგორც მინისტრმა დააანონსა, ვაქცინის შერჩევისას მედიის წარმომადგენლებს ფართო შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების წარმომადგენლების აცრა.

,,მედიასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ...

ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და, ასევე, განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე მოვმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა", - განაცხადა ტიკარაძემ.