Deutshe Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.
სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვები არ შეეხებათ. გარდა ამისა, მათ არ შეეხებათ კომენდანტის საათი და მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ვიზიტისას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ხოლო 28%-ზე მეტმა - ერთი დოზა.
ბუნდესტაგის დამტკიცების შემდეგ აღნიშნული ინიციატივა ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.