წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
ის პირველი სასულიერო პირია, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა.
მამა გიორგი ჩაჩავა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მამა გიორგი აცხადებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. მისივე თქმით, თავისი ქმედებით მან ერთგვარი მაგალითი მისცა სხვა სასულიერო პირებსა და მრევლს.