ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკავშირი მზად არის, განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც კრიზისის ეფექტურად და პრაგმატულად მოგვარებას ეხება. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა აშშ-ის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამონაკლისის დაშვებას ეხება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული წესების შემოღებას მხარი დაუჭირა.
აღნიშნული გამონაკლისი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც მედიკამენტების წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა.