პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ავღანეთიდან ყველა სამხედრო კონტრაქტორის გაყვანა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმ ოსტინის განცხადებით, პენტაგონმა მეტი მძიმე ბობმდამშენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები განათავსა ავღანეთში, ამ ქვეყნიდან აშშ-ისა და კოლაციის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, აპრილის მონაცემებით, პენტაგონის თითქმის 17 000 კონტრაქტორი იყო, მათ შორის 6 150 ამერიკელი, 4 300 ავღანელი და 6 400 სხვა ქვეყნიდან.

აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში კოალიციური ძალების გაყვანის პროცესის უსაფრთხოების მხარდასაჭრელად გაიგზავნა ექვსი ერთეული B-52-ი სტრატეგიული ბომბდამშენი და 12 ერთეული F-18-ის კლასის მოიერიშე თვითმფრინავი.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი დასრულდება.