ამირან გამყრელიძე: ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში სამომავლოდ 18 წლამდელთა ვაქცინაციას არ გამორიცხავს.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან გამართულ ვებინარზე განაცხადა, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე კაცობრიობა პამდემიას ვერ დაამარცხებს.

„ალბათ, შემოდგომამდე, სანამ (კვლევებს) არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ., ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს. ბავშვებში მარტივად მიდის დაავადება, მაგრამ ისინი არიან გამავრცელებლები", - განაცხადა გამყრელიძემ.