დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის შემდეგომ ალკოჰოლური სასმლის მიღება რეკომენდირებული არ არის.
„ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი... როდის დავლევ? - ამაზე პირდაპირ გიპასუსებთ, ის რაც ქართველებს გვიყვარს დიდი დალევა, არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება ვეუბნები, ძალიან გთხოვ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა ნუ დალევთ, მაგრამ 1 ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ როცა გნებავთ, არა აქვს მნიშვენლობა. ზომიერების ფარგლებში, ისევე როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი წამალია, ხშირად. თუ მას მივიღებთ დიდი რაოდენობით, მოგეხსენენთ პრობლემები შეიძლება გაჩნდე",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.